რეზონანსი
(30.04.2026)

ლაურა რეხვიაშვილს შვილიშვილი შეეძინა. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში დაწერა. „მეღირსა! დღეს ბებია გავხდი! დაიბადა თომა მათეს ძე ნაცვლიშვილი, ყველას დაბადებას გაუმარჯოს ამ ქვეყანაში“, – წერს ლაურა რეხვაიშვილი სოციალურ ქსელში.
მსახიობი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
„გილოცავთ, გაიზარდოს ბედნიერი ბიჭი!“, „ბედნიერი გაიზარდოს ნანატრი თომა ბიჭი“,„გილოცავთ მთელს ოჯახს უდიდესს ბედნიერებას“, – წერენ ლაურა რეხვიაშვილის ფეისბუკ მეგობრები.
ლაურა რეხვიაშვილს და დავით ნაცვლიშვილს ერთი ვაჟი ჰყავთ, მათე ნაცვლიშვილი. თომა ოჯახში პირველი შვილიშვილია.
წყარო: fortuna.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


