რეზონანსი
(30.04.2026)

ქუთაისში 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას „ინფო იმერეთი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ბალახვანის ცენტრში, მე-12 საჯარო სკოლასთან ახლოს მოხდა. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

წყარო: ინფო იმერეთი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე