რეზონანსი
(30.04.2026)

ელენე შელია და რატი ანდრონიკაშვილი დაინიშნნენ. ახალგაზრდა წყვილმა სასიხარულო სიახლე სოციალურ ქსელში გააზიარა. 25 წლის კალათბურთელის, რატი ანდრონიკაშვილისა და ელენე შელიას სიყვარულის ამბავი მედიაში არაერთხელ დაიწერა. თუმცა წყვილი სოციალურ ქსელში ერთად გამოჩენას ამ დრომდე ერიდებოდა.
ცნობისთვის, რატი ანდრონიკაშვილი 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრია.
ელენე შელია კი მოდელი და ბიზნესლედი ლიკა კვარაცხელიასა და ყოფილი ფეხბურთელი მურთაზ შელიას ქალიშვილია. მას სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ - ის აქტიურია სხვადასხვა პლატფორმაზე და აქვეყნებს როგორც საკუთარ ყოველდღიურობას, ისე თავის მოვლისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ რჩევებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


