რეზონანსი
(02.05.2026)

„2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება” - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



