რეზონანსი
(02.05.2026)

მარჯანიშვილის თეატრის დასიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილის გაუშვეს - ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს და უკომპრომისო ბრძოლას აანონსებს.  

„მითხრეს, რომ აღარ ვჭირდები თეატრს.. 1997 წ. დებიუტი მარჯანიშვილის თეატრი - 30 წლის შემდეგ გამოაცხადეს, რომ აღარ ვჭირდები თეატრს... ბრძოლა იქნება უკომპრომისო“, - წერს ირაკლი ჩოლოყაშვილი.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრიდან გაუშვეს ასევე მსახიობი ეკა ნიჟარაძეც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯამში, თეატრიდან ათამდე მსახიობი გაუშვეს, მათ შორის, ნინაკა გელაშვილი, გურამ ჯაში და ზაზა იაქაშვილი, ნათია გუბენკო და მაია კაციტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე