რეზონანსი
(02.05.2026)

პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, დღეს საღამოს „იმედზე“ დაგეგმილ დებატებს, რომელშიც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და ასევე მათი ოპონენტები - გიორგი ხაბაშვილი, მარიამ იაკობიძე, ლაშა რიჟამაძე და რამაზ გერლიანი.

სამხარაძე აცხადებს, რომ დღეს მაყურებელს ირაკლი კობახიძის მორიგი მასტერკლასი ელოდება, რომელიც საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს თემას - ფასების პოლიტიკას ეხება.

„პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემას ეხება დღევანდელი დებატები. არგუმენტებით და ხალხისთვის სიმართლის მიწოდებით“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე