
ჩვენი დავალება იყო ძირითადი პრობლემების ინდენტიფიცირება, კომისიის მიდგომა იყო პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დასახვა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე იყო.
მისივე თქმით, კომისია არ ეძებდა დამნაშავეს, არამედ ეძებდა პრობლემას.
“პრობლემები რამდენიმე მიმართულებით გამოიკვეთა და ეს დასკვნაში აღწერილია. ამ პერიოდში 80-ზე მეტ კომპანიას შევხვდით, შევისწავლეთ აღნიშნული კომპანიების ბიზნესმოდელები, კომერციული ურთიერთობები, ფინანსური სტაბილურობა.
დაისვა ორი შეკითხვა: არის თუ არა სექტორში კონკურენცია და მეორე - რა პრობლემები არსებობს? გამოიკვეთა, რომ კონკურენციის დონე ჰორიზონტალურ ნაწილში არ არის მაღალი კონცენტრანციის, რადგან დაახლოებით 44% უჭირავთ ორგანიზებულ ქსელებს, დანარჩენი - ბაზრობებს, მცირე მაღაზიებს, სხვადასხვა ტიპის მცირე სავაჭრო წერტილებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია ჰორიზონტალურ ნაწილში ჯანსაღია, თუმცა ურთიერთობებში არსებობს ასიმეტრია, ვერტიკალში არის პრობლემა და ეს ქმნის დამატებით ხარჯებს. საერთო ჯამში მოგების მარჟები სექტორში არის სტანდატრული, თუმცა ხარჯის ნაწილში საოპერაციო მოდელი არის არაეფექტური”, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



