რეზონანსი
(02.05.2026)

ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ბავშვთა საკვებ HiPP-ის ქილებში მოთავსებული ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც ფიგურირებს ბავშვთა საკვებ HiPP-ის კომპანიისგან თანხის გამოძალვის საქმეში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 39 წლის მამაკაცი.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პოლიცია დამატებით დეტალებს, მათ შორის დაკავების ზუსტ ადგილსა და ეჭვმიტანილის ვინაობას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში მაღაზიების თაროებზე აღმოჩენილი ბავშვთა საკვები, რომელიც ვირთხის საწამლავს შეიცავდა, დაკავშირებულია ერთ პიროვნებასთან. ის კომპანიისგან ორ მილიონ ევროს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა, რომ მოწამლულ ქილებს განათავსებდა Tesco-ს სუპერმარკეტებში ჩეხეთის ქალაქ ბრნოში, სლოვაკეთის ქალაქ დუნაისკა სტრედაში, ასევე Interspar-ის მაღაზიაში ავსტრიის ქალაქ აიზენშტადტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე