რეზონანსი
(03.05.2026)

სლოვაკეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრების ამბიციას მხარს უჭერს, - დაწერა პრემიერმა რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში. სლოვაკეთის პრემიერის ცნობით, ის და ზელენსკი ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

„მე მას დავუდასტურე, რომ სლოვაკეთი მხარს უწერს უკრაინის ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან სლოვაკეთს სურს, რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა იყოს. მე ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში სამშვიდობო შეთანხმება უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია“, - წერს ფიცო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე