
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, საპარლამენტო კომისია ფასების რეგულაციის სისტემური მიდგომისთვის შეიქმნა.
ჭეიშვილის განმარტებით, დარწმუნებულია, რომ კომისიის დასკვნა აუცილებლად იმოქმედებს ფასებზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.
"სისტემური მიდგომისთვის შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რათა ფასების რეგულაცია მოხდეს. პროდუქციაზე არ არის აქ საუბარი, სისტემურად არის მიდგომა და სისტემურად არის ფასების რეგულირება. ეს უნდა შეეხოს არა ყველაფერს, არამედ კონკრეტულ პროდუქტს, სახეობას თუ მიმართულებას. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად იმოქმედებს ეს დასკვნა ფასებზე და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აუცილებლად აისახება", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



