რეზონანსი
(04.05.2026)

ქუთაისში მოსახლაობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო - დაკავებულია რამდენიმე ადამიანი - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ინფორ იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ხუნდაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სპეცდანიშნულების რაზმი და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. კონკრეტული მიზეზი უცნობია, ადგილობრივი მედია დეტალების დაზუსტებას შსს-ში ცდილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე