რეზონანსი
(04.05.2026)

აქტივისტი პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს ავრცელებს და თავის მომავალზე მსჯელობს:
„სხვა რა უნდა იყოს ჩემნაირი პროლეტარისა და მუშათა კლასის გულმხურვალე წარმომადგენლის ფიქრები ციხიდან გამოსვლამდე 7 თვით ადრე:
აქედან რომ გავალ, ნეტავ სამსახურს თუ ვიშოვი? ვინ უნდა აიყვანოს ჩემნაირი უნიჭო, ნაციხარი, არანაირი სქილის მქონე ადამიანი, რომელიც სამსახურთან ერთად უნივერსიტეტში სიარულსაც აპირებს და ყოველ საღამოს რუსთაველზე გასვლასაც… ჰმ, რა მეშველება? უმუშევრად ვერ გავძლებ, წოლა ისედაც მომბეზრდა“, - დაწერა კიკნაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


