რეზონანსი
(05.05.2026)

რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა რეჟისორ ლევან წულეძესთან დაკავშირებით გულწრფელი მიმართვა გამოაქვეყნა:

„უზომოდ გულწრფელ პოსტს დავწერ... მე და ჭოლა დიდი ხანია ერთმანეთში არ ვლაპარაკობთ, მაგრამ რატომ... ჩვენი საქმეა! მარჯანიშვილის თეატრში, რა თქმა უნდა მისი დამსახურებით, ერთად 15 წელი ვიყავით... ისაც ყველამ იცის რომ მამას ვეძახი... ვეძახი და არის! 

ჰოდა, ალბათ თვითონ ამას არასდროს იტყვის და მე დავადასტურებ, წლები აძალებდნენ ხალხი გაეშვა თეატრიდან და ბოლოს რაც მოიფიქრა... 10% ხელფასების შემცირება... მართლა თითოეულ მსახიობს ეხვეწებოდა... და ასეც მოხდა!

ეს ისე... გამახსენდა! გუშინ რომ გურამ ჯაშმა დამირეკა და იტირა... თეატრიდან გამიშვესო!“ - დაწერა სანდრო ელოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე