რეზონანსი
(06.05.2026)

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები არ დასრულებულა და ყველა სამიზნის გასანადგურებლად, შეერთებულ შტატებს მისი გაგრძელება კიდევ ორი ​​კვირა შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპს ჰკითხეს, დასრულდა თუ არა ირანში საბრძოლო მოქმედებები, რაზეც მან უპასუხა: "არა, მე ეს არ მითქვამს".

როგორც abcnews-ი განმარტავს, პრეზიდენტის გრაფიკის გათვალისწინებით, ტრამპის კომენტარები დაახლოებით 15:00 საათზე ჩაიწერა, როდესაც სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, თეთრი სახლის ტრიბუნიდან სრულიად საპირისპიროს ამბობდა.

რუბიომ განაცხადა, რომ ოპერაცია "ეპიკური მრისხანება" დასრულებული იყო და აშშ-მა ამ ოპერაციის მიზნებს მიაღწია.

ცნობისთვის, გასულ კვირას, ტრამპმა კონგრესს წერილი გაუგზავნა, სადაც აცხადებდა, რომ "2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებები შეწყდა", რასაც რუბიო სამხედრო ოპერაციის დასრულებაზე საუბრისას ეყრდნობოდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე