
განაჩენი გამოტანილია, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საბოლოო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. ბრალდებულის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე საუბრობს და სასამართლოს გადაწყვეტილებას" უკანონო, დაუსაბუთებელაა და სამარცხვინოს" უწოდებს.
დილიდან საქალაქო სასამართლოს ეზოში პოლოციელების განსაკუთრებული მობილიზება იყო, სხდომაზე დასასწრებად რამდენიმე ათეული ადამიანი იყო მოსული. სხდომა 2 საათზე გაიხსნა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ მიქაძეებიდან როგორც დაკავებულ გიორგი მიქაძეს, ასევე ძებნაში მყოფ დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება.
ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-109 მუხლის "ნ" ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობდა.
გიორგი ჯოხაძეს ასევე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობდა.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამავე საქმეში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეც ფიგურირებს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ" ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რომანოვ ფარცხალაძე საერთაშორისო ძებნაშია
ბრალდებულის სიტყვა
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ საკუთარ საბოლოო სიტყვაში სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ფულის გამო კაცს არ მოკლავდა.
მიქაძე სასამართლოში საბოლოო სიტყვას საათზე მეტი ხნის განმავლობაში ამბობდა
მან სასამართლოს სხდომათა დარბაზში ჯანგველაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა, ასევე აღნიშნა, რომ პანაშვიდზეც იყო მისული.
ბრალდებულის სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ ამ მკვლელობასთან და ლევან ჯანგველაძესთან არანაირი შეხება არ აქვს.
„ნანახი მყავს, ნაცნობობის დონეზე სუფრაზე, სადაც ბევრი ხალხი იმყოფებოდა",- განაცხადა მიქაძემ.
ამტკიცებს, რომ ჯანგველაძესთან „ჭიქის მიჭახუნების გარდა", შეხება არ ჰქონია.
რაც შეეხება, მოტივს, მიქაძის თქმით, ეს საქმეში ხელოვნურად გაჩნდა, „მაგრამ უკუღმა"
„უსოიანების შთამომავლობიდან არცერთთან არასოდეს გადაკვეთა არ მქონია. 5 მილიონი კი არა 5 მილიარდი რომ მომცეს ვინმემ, კაცს არ მოვკლავ, ოჯახში გავიზარდე ტრადიციებით. არც ანგარებით მომიკლავს ლევან ჯანგველაძე და არც სხვა მიზეზით.
ამ ტრადიციებით გავზარდე ჩემი ძმაც, რომელიც ფულის გამო კაცს არ მოკლავს",- განაცხადა მიქაძემ.
მისივე განმარტებით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ ციხეში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გამო არ ზის და „ვიღაცის ნების გამოა იქ".
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. აგერ ვარ და თავად გადაწყვიტეთ, ვარ თუ არა დამნაშავე", - განაცხადა მიქაძემ.
პროკურორის სიტყვა
პროკურორმა განაცხადა, რომ "მოლოდინი ჰქონდა, რომ ბრალდებული აუცილებლად შეეხებოდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა ერთი სიტყვაც მისი მხრიდან საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე არ ყოფილა "
"ერთადერთი იყო ის, რომ მისი საქმე ჰგავს ფაზლს, რომელსაც არ აქვს ფიგურები და სასამართლომ კარგად უპასუხა გიორგი მიქაძეს. ეს იყო ფაზლი, რომელსაც ჰქონდა არაერთი ფიგურა, რომელიც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და ზუსტად მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეო მასალით, ერთობლიობაში დადასტურდა შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. სასამართლოს განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი. მე ვამბობდი, რომ არ არის მარტივი საქმე, ვინაიდან შეკვეთით და ანგარები"
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორ ლევან ვეფხვაძემ თქვა, რომ სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია. ამის შესახებ მან სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



