
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 1993 წელს დაბადებული შ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის მარტის თვეში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ბინაში მოტყუებით შევიდა. ბრალდებულებმა ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ბინაში მყოფ მოქალაქეებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მათ კუთვნილ თანხასა და ძვირადღირებული ტექნიკას უკანონოდ დაეუფლნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სამართალდამცველებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 7 პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა.
პოლიციამ დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი - შ.გ. გორის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 179-ე და 286-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



