რეზონანსი
(16.05.2026)

იტალიური კინოს ვარსკვლავი, ორნელა მუტი თბილისშია. ის საქართველოში საქველმოქმედო მიზნით, ფონდის - „ცხოვრება მშვენიერია“ ორგანიზებით ჩამოვიდა. დღეს საღამოს კი მონაწილეობას მიიღებს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ შემოქმედებით საღამოში. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კი დედათა და ჩვილთა მზრუნველობის ცენტრს მოხმარდება.
„ლეგენდა თბილისშია“, - წერს ფონდის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ესაკია.
თავად მსახიობი კი ქართულ ტანისამოსში გამოწყობილ ახალგაზრდებთან ერთად ერთად გადაღებულ ფოტოს უზიარებს მსოფლიოს, თბილისიდან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


