რეზონანსი
(17.05.2026)

გამოჩენილი იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი საქართველოში იმყოფება. ის საქართველოში საქველმოქმედო მიზნით, ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ ორგანიზებით ჩამოვიდა. 

მსახიობი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ ესტუმრა, სადაც მსახიობმა ბუბა ჭოღოშვილმა ულამაზესი ყვავილების თაიგული მიართვა და იტალიურადაც მიმართა. დიალოგის დასასრულს ბუბამ გადაცემის წამყვანებთან აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია მისი გარეგნობით.

„35 ათასჯერ გავიმეორე ტექსტი. რომ შემოვედი და დაგინახეთ ენა ჩამივარდა“, – აცხადებს ბუბა ჭოღოშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე