
მწერალი ბედნიერი ღიმილით იხსენებს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში რამდენიმე წლის წინ წაკითხულ ლექცია-სემინარებს მოლეკულურ ბიოლოგიაში.
„ლექციების ციკლის დასკვნითი, კრეაციონისტებისა და ევოლუციონისტების „შემრიგებლური" ნაწილი კარგად ემახსოვრებათო მსმენელებს", - იტალიის ქ. პავიას უნივერსიტეტში ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტში დაბრუნებული პროფესორი, აღტაცებით იხსენებდა აუდიტორიაში შექმნილ მეტად ენერგიულ და სასიამოვნო ატმოსფეროს, რასაც პროფ. ნანა ჯულაყიძის და ბიოლოგიის განყოფილების პროფესორ-მასწავლებელთა დამსახურებად უფრო თვლის. - „ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხი გამიჭირდა, იმდენად ძლიერ თაობასზრდიანო".
„ადამიანის უკვდავების საკითხი პირველი უჯრედის „დაბადებისთანავე" გადაწყდა: რეპროდუქციის პროცესში მონაწილე სასქესო უჯრედიუკვდავიადა უსასრულოდ გადაეცემა თაობიდან თაობას.ის, რაც ბიბლიამ გვითხრა ორი ათასი წლის წინ, ევოლუციონისტებმა მხოლოდ მეოცე საუკუნეში დაამტკიცეს.

ამ დღეებში გამოვიდა მწერლის მეხუთე წიგნი „ხვალ მზე ამოვიდა" (გამომცემლობა „წიგნი+ერი", 2026, რედაქტორი გოგი სალიაშვილი).იგი წარდგენილ იქნა 30 მაისსთბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე.
ძვირფასო ხაშურელო და ხაშურისირგვლივა მეგობრებო, ფესტივალის სტუმრებო,სოლომონ ნერგაძის ამ და სხვა წიგნებს შეიძენთ ხაშურის წიგნის ფესტივალზე, 12 ივნისს, დიმიტრი ყიფიანის სკვერში.
წიგნების შეძენა შეგიძლიათ გამომცემლობა „წიგნი+ერშიც":თბილისი, ცოტნე დადიანის 7, ბიზნესცენტრი ქარვასლა, სართული 5, ბლოკი A517 www.tsignieri.ge, info.tsignieri@gmail.com ტელ.: +995 571 13 12 11. დაუკავშირდით და „წიგნიერი" წიგნებს მოგაწვდით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ მისამართზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



