რეზონანსი
(24.06.2026)

35 წლის ნინი მუჯირი, რომელიც 15-წუთიანი პროცედურის შედეგად დამძიმდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ახალგაზრდა ქალი რამდენიმე თვე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ცნობილია, რომ ახალგაზრდა ქალის ორგანიზმში აღმოაჩნდა ბაქტერია (ლეპტოსპიროზი), რის გამოც განუვითარდა ელვისებური სეფსისი, სეპტიკური შოკი, კომა. მისი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე: თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული სპეციფიკური ფსიქიკური აშლილობა. სუნთქავს ტრახეოსტომის საშუალებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე