
გორში ახალგაზრდა კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. საქმე იმ პირს ეხება, რომელიც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან ახალი გათავისუფლებული იყო. გათავისუფლებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ იგი კვლავ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მისი ახალი მეუღლეა, რომელთანაც გათავისუფლების შემდეგ შექმნა ოჯახი. დაზარალებულის ინტერესებს პროკურორი ბარბარე ჩხეიძე იცავს. ბრალდების მიხედვით, ქალს სხეულზე აღენიშნებოდა ნაკლებად მძიმე დაზიანებები, რომლებიც, ბრალდების ვერსიით, ფეხით იყო მიყენებული.
ბრალდებულის ადვოკატმა ქართლის ამბებს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. ამ ეტაპზე ბრალდებული საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ აპირებს, საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება.
ქართლის ამბები
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



