რეზონანსი
(27.06.2026)

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავარია სოფელ ჩალაუბანთან მოხდა. ქალი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

მიღებული დაზიანებების შედეგად, ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე