რეზონანსი
(27.06.2026)

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა ლი­სის ტბა­ზე მომ­ხდა­რი ამ­ბის შე­სა­ხებ და­წე­რა. გა­ირ­კვა, რომ ლი­სის ტბა­ზე ერთ-ერთ კა­ფე­ში მო­მუ­შა­ვე ბიჭ­მა ტბა­ში დახ­რჩო­ბას ახალ­გაზ­რდა გა­და­არ­ჩი­ნა. ბიჭი, რო­მელ­ზეც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია სა­უ­ბა­რი, 23 წლის თემო კუბ­ლაშ­ვი­ლია.

დღეს თე­მოს ფო­ტო­ე­ბით და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აჭ­რე­ლე­ბუ­ლია. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი წერს, რომ მშრო­მე­ლი და უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი მშობ­ლე­ბის აღ­ზრდი­ლი შვი­ლი სხვა­ნა­ი­რი ვერ იქ­ნე­ბაო და ესიყ­ვა­რუ­ლე­ბა მას. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, თემო თბი­ლის­ში ქი­რით ცხოვ­რობს, ის ტყი­ბუ­ლი­დან სა­მუ­შა­ოდ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩა­მო­ვი­და და ამ­ჟა­მად ლის­ზე, კა­ფე­ში მუ­შა­ობს. მასთან ინტერვიუს „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს. 

„არ ვიცი, რა გი­თხრათ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე იყო. უკვე სა­ღა­მო იყო. ვამ­თავ­რებ­დით მუ­შა­ო­ბას. ბევ­რი ხალ­ხი იყო... ბავ­შვს ბურ­თი გა­და­უ­ვარ­და წყალ­ში და ერთი ადა­მი­ა­ნი შე­ვი­და ლი­სის ტბა­ში, რომ ბურ­თი გა­მო­ე­ტა­ნა. ვიც­ნობ ამ ბიჭს, ჩვენ­თან მუ­შა­ო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი აქვს... სიბ­ნე­ლე იყო და რო­გორც ჩანს, სიბ­ნე­ლე­ში გა­უ­ჭირ­და გზის გა­მოკ­ვლე­ვა, ან და­იბ­ნა, სტრე­სი მი­ი­ღო და შე­ე­შინ­და. ბა­ლა­ხე­ბიც იყო წყალ­ში. ზუს­ტად არ ვიცი, რა მოხ­და, რად­გან მას­თან ამ დე­ტა­ლებ­ზე ჯერ არ მი­სა­უბ­რია, იმი­ტომ, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო და ახა­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. გა­ვი­გე, რომ და­იყ­ვი­რა, მიშ­ვე­ლე­თო. თა­ვი­დან ხუმ­რო­ბა მე­გო­ნა, მაგ­რამ მე­ო­რე­დაც რომ გა­ვი­გო­ნე იგი­ვე სი­ტყვე­ბი - მიშ­ვე­ლე­თო, მა­შინ­ვე შე­ვე­დი წყალ­ში და შე­ვე­ცა­დე დავ­ხმა­რე­ბო­დი... მთა­ვა­რია, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა.

მეც იქ ვი­ყა­ვი, თით­ქმის დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და უკვე მუ­შა­ო­ბა... ზუს­ტი დრო არ ვიცი, თერ­თმე­ტი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და ან თორ­მე­ტის წუ­თე­ბი. სიბ­ნე­ლე იყო, წყალ­ში სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ჩან­და. რო­გორც გი­თხა­რით, ყვი­რი­ლის ხმა­ზე მივ­ხვდი, რომ უჭირ­და, ცუ­დად იყო საქ­მე, წყალ­ში შე­ვე­დი და იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რად ვი­ყა­ვი მეც, რომ სი­მარ­თლე გი­თხრათ ახლა დე­ტა­ლე­ბი არც მახ­სოვს“, - აცხადებს თემო კუბლაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე