
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 26 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი სამი ქართული კომპანიიდან ერთის აქციების ფასები გაიზარდა, ორის კი შემცირდა.
კერძოდ, LION FINANCE GROUP PLC-ის (საქართველოს ბანკი) აქციების ფასი 1.18%-ით შემცირდა და ერთი აქციის ფასმა 108.7 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 4.743 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.
ამასთან, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.487 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 44.68 გირვანქა სტერლინგია, რაც 0.09%-იან ზრდაზე მიუთითებს.
რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ფასი 1.15%-ით შემცირდა და ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 38.85 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.336 მლრდ სტერლინგს აჭარბებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



