
ირანმა დრონებით დარტყმები ბაჰრეინის ტერიტორიაზე განახორციელა, - ინფორმაციას ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბაჰრეინის საგარეო უწყებამ ირანის მიერ მის ტერიტორიაზე დღეს დილით განხორციელებული დარტყმები დაგმო.
„ეს ბაჰრეინის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს“, - ნათქვამია ბაჰრეინის საგარეო უწყების განცხადებაში.
ბაჰრეინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ თავდაცვის უფლებას იტოვებს. შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემზე თავდასხმის შემდეგ ირანის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების საცავებს დაარტყა. მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



