რეზონანსი
(13.08.2026)

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახ და გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მატარებელი ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა.
როგორც გამოცემას მატარებელში მყოფმა მგზავრმა უთხრა, ამჟამად მატარებელი გაჩერებულია და მგზავრებს ვაგონების დატოვების უფლებას არ აძლევენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



