რეზონანსი
(19.08.2026)

გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, სოფო ბიბილაშვილი შვილს მიმართავს:
„გური, მოვიდა დრო, ეს რას ნიშნავს, შვილო?“ - წერს სოციალურ ქსელში სოფო ბიბილაშვილი.
12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის "ფეისბუქ-გვერდზე" გუშინ ღამით ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა.
"მოვიდა დრო" - წერია მოკლე მიმართვაში. ვინ დაწერა აღნიშნული ტექსტი ამ დროისთვის უცნობია.
დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ
ბოლო პოსტი გურიკო დადიანიძის გვერდზე 2013 წელს არის გაზიარებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



