რეზონანსი
(22.08.2026)

ევროპის საწყობებში გაზის შენახვის მოცულობა ზედიზედ მესამე კვირაა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. ამის შესახებ ცნობილი ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის ოპერატორების მონაცემებიდან ირკვევა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს მაჩვენებლები 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. 19 აგვისტოს მონაცემებით, ევროპის საცავები მხოლოდ 61.82%-ით იყო სავსე, ანუ 62 მლრდ კუბური მეტრი გაზით.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საწყობებში გაზის შეყვანის საშუალო მაჩვენებელი აგვისტოს დასაწყისიდან გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.49%-ით ნაკლები იყო. ამ პერიოდის მოცულობამ დღეში 288.1 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე