რეზონანსი
(22.08.2026)

22 აგვისტოს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ეისკის ნავთობტერმინალში, საწვავისა და საპოხი მასალების შესანახ ავზებს ცეცხლი გაუხსნეს, რამაც ობიექტში ხანძარი გამოიწვია.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ობიექტისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბები დგინდება. გენშტაბის მონაცემებით, პორტის სატვირთო ტერმინალები ყოველწლიურად, დაახლოებით, 6.8 მილიონ ტონა ტვირთს ამუშავებენ და ობიექტი რუსეთის არმიის მომარაგებით არის დაკავებული.
ცნობისთვის, უკრაინულმა დანაყოფებმა იერიში რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რეგიონში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზეც მიიტანეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



