მამუკა ნაცვალაძე
(23.08.2026)

გეორგიევსკის ტრაქტატი დღემდე აქტუალურად განიხილება საზოგადოებაში. საბჭოური და პოსტ-საბჭოური პერიოდის ისტორიოგრაფია ამ საკითხის გარკვევას ცდილობს რუსეთის, ირანისა და ოსმალეთის გეოსტრატეგიულ სამკუთხედში და არ ითვალისწინებს იმ პერიოდისათვის აქტუალურ, ევროპის გადანაწილების ავსტრიულ რუსულ გეგმას, რომელიც ბერძნული პროექტის სახელითაა ცნობილი. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვერსიით, დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა - რატომ დათმო ერეკლე მეორემ გეორგიევსკის ტრაქტატით საგარეო პოლიტიკა რუსეთის სასარგებლოდ.

ბერძნული პროექტი, XVIII ს. 70-90-იანი წლების ევროპის გადანაწილების რუსულ-ავ¬სტრიული გეგმა, რეალურ შანსს აძლევდა საქართველოს თავი დაეხსნა ამასიის სისტემის მარწუხებიდან და დაბრუნებოდა საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს, როგორც სრულ¬ფასოვანი სუბიექტი. სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების პრე¬ვენციული ზომების მხრივ, ეს ერთადერთი, უალტერნატივო, აპრობირებული, ნაცადი გზა იყო, რამდენადაც, საქართველოს ისტორიის ყველა უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ყველა აღმავლობა, შესაბამისი პერიოდის მსოფლო ისტორიულ პროცესთან იყო დაკავშირებული და მისი ორგანული შემადგენელი გახლდათ. 

1744 წელს თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ის ქრისტიანული წესით ქართლისა და კა-ხეთის მეფეებად კურთხევა ირანის შაჰის, ნადირის პროექტი იყო, რომელიც მიზნად ისა¬ხავდა მოგოლთა იმპერიის აღდგენას. ამ დიდი გეგმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენ¬და, სამ კონტინენტზე გადაჭიმული ოსმალთა იმპერიისაგან თავდაცვის პრევენციის მიზ¬ნით, ქართველთა მოკავშირეობა, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოების გაძლიერება და მათი ტერიტორიის ბუფერულ გეოპოლიტიკურ სივრცედ გამოყენება. ამ პოლიტიკურ პროცესებს კარგად აცნობიერებდნენ თეიმურაზ II და ერეკლე II, რომელთაც არ სურდათ მათი სამეფოების არსებობა უცხო სახელმწიფოს ნებაზე ყოფილიყო დამოკიდებული, მით უფრო, რომ ქართლისა და კახეთის მეფეებს ოფიციალურად ჰქონდათ ირანის მოხელის, ვალის სტატუსი, რომელიც თავის მხრივ, 1555 წელს გაფორმებული ამასიის სისტემით იყო განმტკიცებული.

1747 წელს ნადირ შაჰის გარდაცვალებას ირანის დასუსტება მოჰყვა, რამდენადაც ქვე¬ყანამ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ხანგრძლივ რეჟიმში გააგრძელა არსებობა, ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ თეიმურაზსა და ერეკლეს მისცა უნიკალური შანსი, არა მარტო ფაქტობრივად, არამედ, სამართლებრივადაც დაეღწიათ თავი ირანელთა მარწუხე¬ბისგან. ამის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო აღმოსავლურ ქართულ სა¬მეფოთა მცირე ტერიტორიული ფორმატიდან გამომდინარე, რამდენადაც, მცირე სახელმ¬წიფოები შუა საუკუნეებსა და ახალი ისტორიის დროს დიდი სახელმწიფოების მიერ განი¬ხილებოდა დასაპყრობად გამზადებულ სივრცედ. ამიტომაც საჭირო იყო აღმოსავლეთ ქარ-თული სამეფოების ტერიტორიული გამსხვილება, სწორედ ამ სტრატეგიული პოლიტი¬კის არა მარტო გაცნობიერების, არამედ რეალიზების მცდელობის ხანა იწყება XVIII ს. 50-იანი წლების დასაწყისიდან, როცა აღმოსავლეთ ქართული სამეფოების პოლიტიკური გავ¬ლენის ქვეშ ექცევიან ერევნისა და აზერბაიჯანული სახანოების უმეტესი ნაწილი. ამ პრო¬ცესებმა მამა-შვილი თეიმურაზი და ერეკლე კავკასიის პოლიტიკურ ლიდერებად ჩამოაყა¬ლიბა.

ამ რეალობიდან ქართლ-კახეთის მესვეურები იწყებენ ფიქრს სამეფოს ტერიტორიუ-ლი გამსხვილების კუთხით. სახასიათოა თეიმურაზის ელჩობა რუსეთში 1760 წელს, რომ¬ლის დროსაც ის იმპერატორ ელისაბედ პეტრეს ასულს წარუდგენს კონკრეტულ გეგმას, რომელიც ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, უსაფრთხო კავკასიის პროექტის განმტკიცების მიზნით ქართულ-სომხურ-ალბანური მონარქიის შექმნას ქართველთა ჰეგემონობით და, მეორე მხრივ, ქართველთა და რუსთა მიმართ კეთილგანწყობილი შაჰ როხის, ნადირ შაჰის შვილიშვილის, ირანის ტახტზე აყვანას. რუსეთის უარის გამო ეს პროექტი ჩაიშალა. ორი ათეული წლის შემდეგ თავად რუსეთისა და ავსტრიის საიმპერატორო კარის ინიციატივით დღის წესრიგში დადგა ოსმალეთის განეიტრალების გეგმა, რომელიც გამორჩეულ შანსს აძლევდა ქართულ სამეფო-სამთავროებს.

ბერძნული პროექტის ჩანასახი, შვიდწლიანი ომისას დაიბადა, როცა პრუსიის მეფემ ფრიდრიხ II-მ ჯერ არაოფიციალურად, შემდეგ კი დადასტურებულად, ოფიციალურად, რუსეთთან გაფორმებული 1762 და 1764 წლების ტრაქტატით გათვალის¬წინებული ფულის გადახდით შესძლო ევროპის დაპყრობაზე ორიენტირებული რუსეთის სა¬გარეო ვექტორი სამხრეთისაკენ, კონსტანტინოპოლისკენ შემოეტრიალებინა, აქ გადაწყ¬და კიდეც საქართველოს ბედი, რამდენადაც 1782 წ. 21 და 24 მაისს არასტანდარტული ფორ¬მატით გაფორმებულ ბერძნულ პროექტში გათვალისწინებული იყო ორი ბუფერული სახელმწიფოს – საბერძნეთის იმპერიისა და დაკიის სამეფოს შექმნა.

სწორედ აქ გაჩნდა კონკრეტული შანსი ერეკლესათვის – რუსეთი დაეყოლიებინა ორი ბუფერული სახელმწიფოს გვერდით ეღიარებინა მესამე ბუფერული სივრცე – ფედერალუ¬რი მოწყობის საქართველოს სახით. სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარისთვის ეს წი¬ნადადება მიუღებელი იყო, რამდენადაც ის აქცენტს იღებდა არა მართვად ერეკლეზე, არა¬მედ სომხურ-ალბანური, მორჩილი, სამეფოს შექმნაზე, რომლის მეფედაც გრიგორი პოტი¬ომკინს მოიაზრებდა. განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ ჰაბსბურგებს, რომელთა ტრადი¬ციული მეკავშირეები კავკასიაში საუკუნეების განმავლობაში ბაგრატიონები იყვნენ. სწო¬რედ ამიტომ აგზავნის ერეკლე ელჩობას ავსტრიის საიმპერატორო კარზე – ჯერ 1781 წელს დომენიკეს, ხოლო 1782 წელს მაურო ვერონელს. ორივე ელჩი გზაში კვდება – მათ რუსე¬თის აგენტურა კლავს. 

ერეკლესათვის უმნიშვნელოვანესია ქართლ-კახეთის სამეფო ბერძნულ პროექტში ჩა-ერთოს, როგორც სრულფასოვანი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, სწორედ ამ სა¬ერთაშორისო მოვლენების შემადგენელია 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტა¬ტი, რომლითაც ერეკლე ბერძნულ პროექტში დამოუკიდებელი სუბიექტად ჩართვის სა¬ფასურად საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმართვის უფლებას უთმობს რუსეთს. საგარეო პოლიტიკის მართვის დათმობის, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრიობის მთა¬ვარი მახასიათებლის, საპირწონეა სწორედ ბერძნული პროექტი, რომლის განხორციე¬ლების შემთხვევაშიც: 

1. რეალური ხდებოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანების ხელშემშლელი გარე ფაქტორთა აღმოფხვრა; 

2. ოსმალური იმპერიული სინდრომის გაუვნებელყოფით კავკასიურ კულტურულ გა-რემოს უბრუნდებოდა ჩრდილო კავკასია, რომლის ნაწილიც, განსაკუთრებით დაღესტანი, სწორედ ოსმალთა სატელიტი იყო, შესაბამისად, ჩრდილო კავკა¬სიიდან გადმომავალი უღელტეხილები ერთიან კავკასიურ პოლიტიკურ სივრ¬ცის ნაწილი ხდებოდა.

3. ოსმალური საფრთხის გაუვნებელყოფის შემთხვევაში ერთიანი კავკასიური პო-ლიტიკური სივრცე იძენდა გამორჩეულ ეკონომიკურ სტიმულსა და შესაძლებ-ლობებს, რამდენადაც მის გავლენაში ექცეოდა შავი ზღვის აღმოსავლეთი სა¬ნაპირო, ის სივრცე, საიდანაც შესაძლებლობა იყო აქტიური სავაჭრო ურთიერ¬თობები დამყარებულიყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან.

4. ბერძნული პროექტის განხორციელება ქმნიდა საკმაოდ ნოყიერ პერსპექტივას აბრეშუმის გზის აღდგენის თვალსაზრისით, რაც განსა¬კუთრებულად მომგებიანი იქნებოდა არა მხოლოდ ქართლ-კახეთისა და სხვა ქართული სამეფო-სამთავროებისათვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. 

5. ამგვარი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული იმპულსების შედეგად ბერძ¬ნული პროექტის მიხედვით, კავკასიის ირგვლივ ყალიბდებოდა უსაფრთხო გე-ოპოლიტიკური გარემო, რაც მთლიანად რეგიონს აძლევდა შანსს დაებრუნები¬ნა მსოფლიო მნიშვნელობის გეოპოლიტიკური ფუნქცია, აღესრულებინა ყვე¬ლა დროის ქართველ მეფეთა ოცნება.

აი, ამ კონკრეტული პერსპექტივისთვის დათმო ერეკლემ საგარეო პოლიტიკის დამოუ¬კიდებლად მართვის უფლებაა, თუმცა, მას შემდეგ რაც 1785 წელს რუსეთმა თავად დაარ¬ღვია ტრაქტატი, ხოლო 1787 წელს გაიყვანა ჯარი საქართველოდან და პირისპირ შეატოვა ერეკლე ოსმალებს, ის არ დარჩენილა გეორგიევსკის ტრაქტატის ტყვეობაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე