რეზონანსი
(24.08.2026)

ოჯახი 2013 წელს დაკარგულ დარეჯან დიასამიძეს ეძებს. ამის შესახებ გოგონას დედა ხათუნა დიასამიძე სოციალურ ქსელში წერს:
"დარეჯანი 17 წლის იყო რომ დაიკარგა. პროკურატურამ საქმე გააყალბა და თაროზე შემოდო, დღემდე დაკარგულია დარეჯანიც.
სამართალდამცავებმა კი ოჯახის გაჩუმება სცადეს, დღემდე არაა ნაპოვნი დარეჯანი !!!
დარეჯან დიასამიძე 2013 წლის აგვისტოში დაიკარგა. ბიძის სახლიდან შინ წავიდა, მაგრამ გზაში გოგონა გაქრა", - წერს ხათუნა დიასამიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



