რეზონანსი
(24.08.2026)

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, ხათუნა ხურცილავა ირწმუნება, რომ მსჯავრდებულ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექს-პრემიერის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია და ამბობს, რომ "შეთანხმების გარეშე არაფერი არ მომხდარა".

თუ ვის შეუთანხდა ბურჭულაძე ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე - პროკურატურას, თუ თავად ღარიბაშვილს ? - ამ კითხვაზე უფლებადამცველი არ პასუხობს.

ხათუნა ხურცილავა აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში გაკეთდება განცხადება (სავარაუდოდ პროცესზე თავად ბურჭულაძე გააკეთებს) და საზოგადოება ყველაფერს გაიგებს. 

ჯუანშერის ჩვენებას არ ვესწრებოდი. განცხადებას იმ კვირაში გავაკეთებთ. დიახ პროცესზე გავაკეთებთ, არ არის ჯერ ჩანიშნული, ორ დღეში გვეტყვიან ზუსტად. არავის არ მიუცია ჩვენება (ღარიბაშვილის წინააღმდეგ). შეთანხმების გარეშე არაფერი არ მომხდარა. (კითხვა - ვისთან შეთანხმების?) არ აქვს მნიშვნელობა, არ გიპასუხებთ. ამ ეტაპზე  პასუხებსიგან თავს შევიკავებ, რამდენიმე დღე და გაგცემთ პასუხს. არაფერი არ არის დასამალი, არავის წინააღმდეგ არ არის ჩვენება მიცემული, რომ იცოდეთ. ეს გააჟღერა კი (პროკურატურამ) მაგრამ არავის არავის ნებართვის და შეთანხმების გარეშე ჩვენება არ მიუცია.  იმ კვირაში გეტყვით. არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ, რომ საპროცესოსთან დაკავშირებით რაიმე სიახლეა". - აცხადებს ადვოკატი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე