
ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს "პოლიტიკური პატიმარია" - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა, ექს-პრემიერის ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ღარიბაშვილის ოჯახის წევრა, ლექსო თამაზაშვილმა "პოლიტიკურ პატიმრად" მოხსენიება გააპროტესტა.
ამ ბრალს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს სრუალდ არის პოლიტიიკური პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი. ვის ინტერესებში შედის ახალი ბრალი, ვერ გეტყვით. ჩემი შეფასებით, ეს არალოგიკურია, არარსებულ ბრალთან არის საუბარი. ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური დევნილია დღეს ირაკლი.", - განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირკვევა, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.
პროკურატურის ინფომრაციით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.
ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



