რეზონანსი
(24.08.2026)

მან განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდი - განაცხადა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.

„სამართლებრივად ბრალდებას აქვს მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, მან უნდა დაუმტკიცოს ის, რაც არ ჩაუდენია ირაკლი ღარიბაშვილს", - აღნიშნა ლილი გელაშვილმა.

ასევე ადვოკატი ნათია თამაზაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი და ირაკლი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი" - განაცხადა ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა.

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ბრალდება წარუდგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე