რეზონანსი
(25.08.2026)

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება.
იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სხვა საქმესთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაშია, დღევანდელ პროცესზე მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა.
24 აგვისტოს, პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



