(11.03.2026)

ვიდეოში ოპოზიციური არხის ჟურნალისტი ცდილობდა მინისტრისგან მისი სიმამრის, ზაურ ელიზბარაშვილს ბიზნესის შესახებ, მისთვის სასურველი პასუხების მიღებას.

შსს მინისტრის, გელა გელაძის სიმამრის კომპანია უკვე მრავალი ათეული წელია ბიზნესს ეწევა საქართველოში და ბიუჯეტში უმსხვილესი გადამხდელია.

ვიდეო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა თავად გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის მეუღლის მამის ძალიან ცნობილი კომპანია 40 წელია ოპერირებს ბაზარზე, ბიუჯეტში მილიარდები აქვს შეტანილი და ბოლო 30 წელია მსხვილ გადამხდელთა პირველ სამეულშია. ჟურნალისტი ეკითხება სიმამრის კომპანიის ბიზნესპარტნიორების და იმის შესახებაც კი, თუ საიდან აჩუქა მამამ ქონება მის მეუღლეს", - წერს ანი კანკია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე