რეზონანსი
(04.05.2024)

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში სპორტსმენ ლაშა ტალახაძეზე საჯარო ბულინგი მიმდინარეობს.

საზოგადოების ნაწილი მისგან პოლიტიკური განცხადების გაკეთებას მოითხოვდა. გარდა ამისა, სპორტსმენს საჯაროდ სთხოვდნენ დაეფიქსირებინა აზრი „გამჭვირვალობის შესახებ კანონზე".

ახლახან კი ლაშა ტალახაძის ფეისბუკ გვერდზე მისი მხარდასაჭერი პოსტები გამოჩნდა.

„მივესალმები საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ სპორტსმენს და კიდევ უფრო მაგარ ქრისტიან კაცს - ლაშა ტალახაძეს! გისურვებ პირად ბედნიერებას და კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოს საქართველო!", - წერს პაატა კვიჟინაძე.

„არ არსებობს ადამიანი დედამიწაზე ვინმეს 267 კგ აეწიოს, არ არსებობს ადამიანი დედამიწაზე 7-7 ევროპა ჰქონდეს მოგებული და მსოფლიო წინ 3-ე ოლიმპიადა გელოდება. მსოფლიოში 3 უძლიერესი მამაკაცია 3-ვე ქართველია. შეეშვით ზეწოლას სპორტსმენებზე და აკეთონ თავის საქმე, მიდი ჯიგარო მიაწექი შენ საქმეს. კაცმა 10 მილიონად სამშობლო არ გაყიდა გორ მინასიანივით არ მოიქცა, მეტი რაღა ქნას ამ კაცმა", - წერს გიორგი კუზიბაბაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე