გვანცა წულაია
07.05.2024

რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალავა შესაძლოა, მალევე შეაჩეროს. ამ წინანადებას რუსეთში უახლოეს მომავალში განიხილავენ და იმ შემთხვევაში, თუ აკრძალვა დროებით მაინც გაუქმდება, საქართველო იაფი საწვავის შესყიდვას კვლავ რუსეთიდან მოახდენს.

გვანცა წულაია
07.05.2024

„უცხო ქვეყნის გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სრულიად წარმოუდგენელი განცხადებები კეთდება. მაშინ, როდესაც კანონი კერძო სექტორს საერთოდ არ ეხება, ცალკეული ბიზნესმენები ამბობენ, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო ბრენდული მაღაზიების ნაწილი საქართველოს დატოვებს, რასაც პოლიტოლოგები და ექსპერტები პროპაგანდას და ტყუილს უწოდებენ.

ქეთო გოგოხია
06.05.2024

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ასევე რეგიონში პოლიტიკური დაძაბულობისა და არასტაბილურობი პირობებშიც საქართველოს ეკონომიკა მეტ-ნაკლებად სტაბილურად ვითარდება. ინვესტიციების მოზიდვის და ექსპორტის კუთხით რისკები ფაქტობრივად  დაძლეულია.

ირმა ჩიტაია
06.05.2024

საქართველოს მოსახლეობა საბინაო კრიზისის წინაშეა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის უძრავი ქონების შეძენა მიუწვდომელია. ამასთანავე, ბინებისა თუ მიწების ფასი ყოველდღიურად ძვირდება. არსებობს იპოთეკური სესხებიც, თუმცა იმდენად მაღალი პროცენტებია, რომ მყიდველს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში უწევს მისი გადახდა, რაც ორჯერ და სამჯერ აძვირებს ბინის საფასურს.

ქეთო გოგოხია
06.05.2024

გლობალურ ბაზრებზე საწვავის ფასის კლება აღინიშნება. ტენდენცია დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა. ამის მიზეზად სპეციალისტები  აშშ-ში ნავთობის რეზერვების ზრდას მიიჩნევენ. გარდა ამისა, იმატა მოქმედი ჭაბურღილების რაოდენობამაც, რაც ფასზეც ადეკვატურად აისახა. თუკი არსებული მოცემულობა გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნდება, ბუნებრივია, გარკვეული გავლენა ქართულ ბაზარზეც ექნება. ჯერჯერობით კი ტენდენცია საპირისპიროა. ბოლო დღეების განმავლობაში საწვავი რამდენიმე თეთრით გაძვირდა კიდეც, რაზეც გარკვეულ გავლენას რუსეთიდან იაფი საწვავის იმპორტის შეჩერებაც ახდენს.

ირმა ჩიტაია
02.05.2024

საქართველოში მოსახლეობა ნაადრევად ბერდება. ეს კი ცხადყოფს, რომ დემოგრაფიული პრობლემა კვლავ აქტუალურია. პროცესის გაღრმავებას ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიგრაცია, რომელიც მუდმივად მზარდია. უკვე პრობლემები იქმნება ეკონომიკაში, ბიზნესში, სადაც ახალგაზრდა კადრების მწვავე დეფიციტია.

გვანცა წულაია
02.05.2024

საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეეხო. პრემიუმ ბინების ღირებულება კი ადრეც და ახლაც კვლავ მაღალია, თუმცა პროცენტულად კლება ამ სეგმენტშიც შეინიშნება.

გვანცა წულაია
02.05.2024

საქართველოში ინფლაციის ტემპი მოიმატა. აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ტემპის ზრდა ტრანსპორტის სექტორში მომატებულ ფასს უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, წლიურ ჭრილში საწვავის გაძვირებით არის განპირობებული. საინტერესოა, რა იქნება შემდეგ თვეებში და გაგრძელდება თუ არა ინფლაციის ვექტორი მაღლა სვლა?

ქეთო გოგოხია
01.05.2024

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო კრედიტების გაცემის კუთხით პოლიტიკა შეცვალა და მინიმალური ზღვარი ერთბაშად 400 000 ლარამდე გაზარდა, რასაც პირველი შეფასებები უკვე მოჰყვა. ფინანსური ბაზრის მკვლევარები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სებ-ის ნაბიჯი უდავოდ დადებითია, რაც ლარიზაციას გააძლიერებს.

გვანცა წულაია
01.05.2024

ქართულ პოლიტიკაში ბიზნესის ჩათრევა მაინც მოხდა. კერძო სექტორის ნაწილი, გამჭირვალობის მომხრეა, თუმცა მეორე მხარე "ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევისკენ მოწოდებს. ეკონომისტები კი აცხადებენ, ბიზნესის განცხადებები მხოლოდ მათი პოზიციის დაფიქსირება არ არის და შესაძლოა, ამან უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს.

გვანცა წულაია
30.04.2024

სურსათის უნვებლობის წესები საქართველოში ხშირად ირღვევა. ზოგ შემთხვევაში შენახვის პირობებია შეუსაბამო, ზოგ ჯერზე კი ვადაგასული საკვები იყიდება, ამიტომ შესაძლოა, პროდუქტის უსაფრთხოებაზე კონტროლი გამკაცრდეს. სპეციალისტები ასეთ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და იმასაც ამბობენ, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა საკმაოდ მოცულობითი უნდა იყოს.

გვანცა წულაია
30.04.2024

საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. გარე თუ შიდა დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება ხერხდება და როგორც ეკონომისტები ამბობენ, თუკი არჩევნების გამო დაძაბულობამ პიკს არ მიაღწია, მაშინ ეკონომიკურ განვითარებას არანაირი საფრთხე არ ელის.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×