რეზონანსი
27.04.2024

2021 წლის 27 აპრილს 85 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა. იგი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა.

რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50-იანი წლებიდან.

კახი კავსაძის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, პრემია და პრიზები:

1976: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

1981: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

2001: იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო"

2008: რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის „ვარსკვლავი"

2009: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

2010: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

„მე არტისტი ვარ, კახი კავსაძე. ცხოვრება ეს არის თეატრი სიყვარულისა. ჩვენ კი, როგორც ჯამბაზე, ისე უნდა ვახარებდეთ ადამიანის გულებს. ამ ლამაზ და თეტრალურ ბაღში.

ვერსასდროს წარმოვივიდგენი, რომ აქ ამ სცენაზე მე გავბედავდი ფეხის დადგმას. გავბედავდი კი არა, მთელი ცხოვრება, მთელი სიცოცხლე ამ ადგილას, რუსთაველის თეატრის სცენაზე გავატარე.

უხ, რა დრო გავიდა, რამდენი რამ შეიცვალა. ყველა გამოწვდილი ხელი მახსოვს, ყველა თბილი სიტყვა მახსოვს. ნეტავი იქ, თეატრი არის?", - ამბობდა კახი კავსაძე ჩანაწერებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×