რეზონანსი
27.04.2024

საჭირო და აუცილებელია, რომ კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტდეს, განისაზღვროს, კონსტიტუციურ დონეზე გამყარდეს ის ღირებულებები, რომელსაც ჰქვია ოჯახი და არასრულწლოვანების, ჩვენი მომავალი თაობის დაცვა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა მესტიაში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, საუკუნეების განმავლობაში ქართველებს უამრავ გამოწვევასთან გამკლავება მოუწიათ და ახლაც უწევთ ბრძოლა.

მისივე განმარტებით, არის მცდელობა, რომ ილია ჭავჭავაძის მიერ დატოვებული სამი საუნჯიდან ერთ-ერთი - „სარწმუნოება" შეცვალონ „ერთობით".

„არ სურთ იმ სამი დიდი საუნჯის კვლავ მყარად არსებობა ჩვენ ქართულ მენტალობაში, რომელიც ქმნის ქართულ სულიერებას და მსოფლმხედველობას, რომელიც ჩვენს შვილებს უბიძგებს და ეუბნება კონკრეტულად რა გზით უნდა იარონ", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილის თქმით, ერთსქესიანთა ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდამ ბევრ ქვეყანაში მძიმე შედეგები გამოიწვია.

„ჩვენი საქმე არ არის ვინ რას აკეთებს, ვინ რა ცხოვრების წესით ცხოვრობს. კონსტიტუცია და ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველას აძლევს საშუალებას, იცხოვროს იმ წესით, რაც მას სურს, მაგრამ ამ წესს, უმრავლესობას ნუ მოახვევთ თავს! ნუ შეხვალ სკოლაში, საბავშვო ბაღში იმ პროპაგანდით, რომელიც სრულიად მიუღებელია არა მარტო ქართველებისთვის, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნისთვის. სამყარო ნელ-ნელა მწიფდება იმ თვალსაზრისით, რომ არ შეიძლება ყველაფრის პროპაგანდა იყოს დაშვებული და ისევე ჩვეულებრივ წესად მიჩნეული, როგორც ის ღირებულებები, რომლითაც დღემდე ვარსებობთ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტი ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×