რეზონანსი
09.05.2024

როგორ შეიძლება საყვედურები მოვისმინოთ საფრანგეთისგან, რომელმაც თვითონ უკვე მიიღო ეს [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი?! - ამის შესახებ ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

თბილისის საკრებულოს წევრი გამჭვირვალობის შესახებ კანონის ირგვლივ საერთაშორისო კრიტიკას გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ასე უყურებენ ამ კანონს. როგორ შეიძლება საყვედურები მოვისმინოთ საფრანგეთისგან, რომელმაც თვითონ უკვე მიიღო ეს [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი?! იგივე კანონი დაინიცირდა, უფრო მძიმე დასახელებით და მუხლებით, მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით კანადაში. FARA-ს კანონი, რომელიც თითქოს მხოლოდ სახელმწიფოებთან მიმართებაში მუშაობს და მაშინ უნდა ვკითხო ჩვენს პარტნიორებს, არის თუ არა სააკაშვილის პენსიონერი დედა რომელიმე სახელმწიფო, ან კეზერაშვილი, რომელმაც ქართულ ჯარს ფული მოჰპარა", - აღნიშნა ბოჟაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×