ელზა პაპოშვილი
14.07.2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში ოჯახში დავა დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცს შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც  სანადირო თოფიდან გაისროლა, საფანტი შემთხვევით მეორე შვილს  მოხვდა. ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ყელისა და გულის არეში აქვს მიყენებული. ის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში  გადაიყვანეს.

ელზა პაპოშვილი
13.07.2022

კილონახევარი ყალბი მონეტების და ქურდული გარჩევების საქმეზე პოლიციამ აჭარაში, თბილისსა და რუსთავში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. პოლონეთის პოლიციის შემდეგ ე.წ. კანონიერ ქურდს მინდია გორაძეს, იგივე სლავასოღლის, ახლა ქართული პოლიციაც ეძებს. მას ქურდულ გარჩევაში დისტანციურად მონაწილეობას ედავებიან. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.   

ელზა პაპოშვილი
12.07.2022

პოლონეთის პოლიცია ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს ეძებს. ძებნილთა შორის არის კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“. ქართველი ქურდის დასაკავებლად სპეცოპერაცია პოლონეთის  სხვადასხვა ქალაქში მიდის. მას პოლიცია, ვარშავის გარდა, სხვა ქალაქებშიც ეძებს. ე.წ. ქურდული „სხოდკა“ ჩაშლილია. 

ელზა პაპოშვილი
11.07.2022

საქართველოს მოქალაქე 35 წლის მამაკაცი საბერძნეთში არასრუწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ბერძნული მედია წერს, მამაკაცს გამოძიება  მეგობარი ქალის შვილზე ძალადობას ედავება. 14 წლის გოგონამ ამის შესახებ პოლიციას ინფორმაცია თავად მიაწოდა. 

ელზა პაპოშვილი
10.07.2022

თბილისში, უროთი ქმრის მიერ მოკლული 58 წლის ქალი მორიგი მძიმე ფემიციდის სტატისტიკის ნაწილია. მეზობლები მომხდარი მძიმე ფაქტის ახალ დეტალებზე ყვებიან. მათი ინფორმაციით, ქალი ქმარმა მძინარე საწოლში მოკლა, ხოლო ფაქტს მათი ქალიშვილი შეესწრო, რომელიც შეშინებული გაიქცა და ტელეფონზე ძმასთან დარეკვა შეძლო.

ელზა პაპოშვილი
08.07.2022

მმართველი გუნდი ოპოზიციურ სპექტრს კვლავ მათთან მუშაობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ის პარტიები რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ 12 პუნქტის შესრულებაში, კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ სურთ. "ქართულ ოცნებაში" ასევე აცხადებენ,რომ თანამშრომლობაზე უარის თქმა, პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს, რაც რადიკალური ოპოზიციის მიზანია. 

რეზონანსი
08.07.2022

სანამ საქართველოში მონიტორინგის კომისია არ ჩამოვა და სიტუაციას არ შეაფასებს, იქამდე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხზე საუბარი სერიოზული არ იქნება, აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი.

თეონა ვეშაგური
07.07.2022

ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული. პაპუაშვილი ამ საკითხზე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და კოლეგებთანაც მართავს შეხვედრებს, თუმცა ოპოზიციის ნაწილი მათში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

ელზა პაპოშვილი
07.07.2022

48 წლის ელზა ქადაგიშვილი, რომელსაც საბერძნეთის პოლიცია 4 ყაჩაღობასა და 9 ქურდობაში ადანაშაულებს, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. „ობობა“ - ასე დაარქვეს სერიულ მძარცველს  ბერძნებმა, რომელიც მოხუცების მომვლელად მუშაობდა, მათ საკვებში და წყალში ნარკოტიკულ ნივთიერებებს ურევდა და გაბრუებულებს ძარცვავდა. პოლიციამ დუშელი ელზას ფოტოები მედიაში იმ მიზნით გამოქვეყნა, რომ ეჭვობენ, ქალს უფრო მეტი მსხევრპლი ჰყავს და საზოგადოებას მოუწოდებენ თუ მას იცნობენ, პოლიციას დაუკავშირდნენ.  გამოძიებამ  კი დაადგინა, რომ ქალი ან ძალიან ასაკიან ან ძალიან ავადმყოფ მოხუცებს ირჩევდა. გამოძიების ინფორმაციით, ქალი მათ ფაქტიურად სასიკვდილოდ იმეტებდა, რათა არსებობდა  საფრთხე, რომ ისინი ნარკოტიკების მიღების შემდეგ კომაში ჩავარდნილიყვნენ. 

ელზა პაპოშვილი
06.07.2022

საბერძნეთში ე.წ. კანონიერი ქურდი 72 წლის კაკო ბილანიშვილი 13-კაციან ჯგუფთან ერთად დააკავეს. ისინი ამ ეტაპზე წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდეგნის მოლოდინში არიან. ქართული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერს და მის წევრებს ციხეში 15 წლის გატარება ემუქრება. ბერძნული მედია იტყობინება, რომ ბილანიშვილი და მისი ჯგუფი ქალაქ ატიკაში დააკავეს. ისინი  ასობით ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები. 

ელზა პაპოშვილი
05.07.2022

სად გაუჩინარდა 22 წლის ლიკა გიორგობიანი, რომელსაც პოლიცია და ოჯახი უკვე მე-6 დღეა ეძებს. გოგონა წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიპიდან 30 ივნისს, დილის ათის ნახევრისკენ სახლიდან  გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. როგორც მისი ოჯახი აცხედებს, ახალგაზრდა ქალი 21 წლის ძმასთან ერთად ცხოვრობდა. მისი მშობლები საბერძნეთში წლებია ემიგრაციაში იმყოფებიან. თუმცა, მისი დაკარგვის შემდეგ ისინი 3 ივლისს საქრათველოში ჩამოვიდნენ. 

ელზა პაპოშვილი
04.07.2022

ვენდეტა მარნეულში - ქორწილში მისული 45 წლის მამაკაცი ქალაქის ცენტრში დღის საათებში ჩაცხრილეს. ბრალდებული პოლიციელებს გაექცათ და სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ. რესტორანთან მისულ მამაკაცს ჩასაფრება მოუწყეს და ავტომობილიდან გადმოსულს ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 ტყვია ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულიც და მკვლელიც ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×