რეზონანსი
28.06.2022

უნგრეთის საელჩო ჩეხეთის, სლოვაკეთის და პოლონეთის საელჩოებთან თანამშრომლობით აწყობს ვიშეგრადის ფესტივალს 2022 წლის 27 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოში. ფესტივალის ღონისძიებები თბილისში და ბათუმში ჩატარდება.

თეონა ვეშაგური
28.06.2022

ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით, ეს არის ტიპიური ევროპული გზა, რაზეც უარს აცხადებს ქუჩის აქციების ორგანიზატორთა ჯგუფი. ეს კი ხელს უშლის ევროსაბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაციის, დეპოლარიზაციის შესრულებას - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბარში ხელისუფლებსიათვის წაყენებულ ულტიმატუმს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

თამთა ჩაჩანიძე
28.06.2022

უკრაინული მხარე ჩრდილოეთიდან თავდასხმისთვის ემზადება - კიევში აცხადებენ, რომ რუსეთმა შესაძლოა ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში ხელახალი შეჭრისთვის გამოიყენოს და ამას გარდა, ბელარუსის არმია შესაძლოა ღიად ჩაერთოს ომში რუსეთის მხარეს. რუსეთი კი ბელარუსს სარაკეტო კომპლექს „ისკანდერ-ემ"-ებს მიაწვდის, რომლებიც შესაძლოა ბირთვული ქობინებით იყოს აღჭურვილი.

ელზა პაპოშვილი
28.06.2022

ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეში ახალი „ოქროს მოწმეები“ გამოჩნდნენ. როგორც ირკვევა, იმ დროს, როდესაც სახლისკენ მიმავალ ბიზნესმენს ჩასაფრება მოუწყეს და წყნეთის გზაზე ჩაცხრილეს, მას უკან ტაქსი, თეთრი ფერის „ტოიოტა პრუსი“ მიჰყვებოდა. თავადამსხმელებმა კაჭარავას ავტომობილთან ერთად ტაქსიც  გადაცხრილეს, ხოლო მასში მსხდომი მძღოლი  და მისი მგზავრი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. 

ქეთო გოგოხია
27.06.2022

ეკონომიკურ ზრდის ტენდენციას საქართველო გრძელვადიან პერიოდშიც შეინარჩუნებს. ფაქტობრივად, ყველა პირობაა, რომ ქვეყანა მიღწეული შედეგით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე აღმოჩნდეს. მეტიც, არ არის გამორიცხული, საქართველომ მსოფლიოშიც ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავოს. ომის შიშით შემცირებული პროგნოზები შეცვალა, ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია. ტურიზმში გამოცოცხლება, ექსპორტის მიმართულებით მიღწევები და ტვირთნაკადების  ზრდა სამი მთავარი ფაქტორია, რამაც ეკონომიკაში სერიოზული გარდატეხა მოახდინა. წელს მშპ-ს ორნიშნა მაჩვენებელი უკვე ძალიან რეალურია.

ქეთო გოგოხია
27.06.2022

ევროკავშირში კანდიდატის ქვეყნის სტატუსით მიუნიჭებლობით ფინანსურად რა დანაკარგს მიიღებს საქართველო, ჯერჯერობით ვარაუდი ჭირს, თუმცა ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას თუ მოვიშველიებთ, საუბარია 3-დან 5 მლრდ ევროს სარგებელზე, რომელიც კანდიდატის სტატუსის რანგში შეიძლება მიეღო  ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება მხოლოდ ,,პერსპექტივით“ მიღებულ სარგებელს, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ,  ამ შემთხვევაში ფულადი სარგებელი ნაკლებად იკვეთება და მთლიანად გათვლილია წაყენებული პირობების შესრულებაზე, რაც კანდიდატად გახდომის შანსს მისცემს საქართველოს.

ელზა პაპოშვილი
27.06.2022

ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - სავარაუდოდ გამოძიება ორ ვერსიაზე მუშოაბს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი ვენდეტის მსხვერპლია. ეს კი შესაძლოა უკავშირდებოდეს 90-იან წლებში ძმებ თორაძეების მკვლელობას ან ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას. 

თამთა ჩაჩანიძე
27.06.2022

28-30 ივნისს მადრიდში ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც საქართველოს დელეგაციაცაა მიწვეული, სამიტზე ახალ კონცეფციას დაამტკიცებენ, რომელშიც რუსეთი ნახსენები იქნება როგორც ყველაზე სერიოზული და პირდაპირი საფრთხე ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის. ასევე, ალიანსი გეგმავს, გააძლიეროს უკრაინის და რისკის წინაშე მყოფი სხვა პარტნიორების მხარდაჭერა. სამიტზე ახალი პაკეტები იქნება მიღებული საქართველოსთვის და კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის.

გვანცა წულაია
27.06.2022

მსოფლიო სულ მალე შესაძლოა, ახალი და დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. მოსალოდნელი გლობალური სასურსათო კრიზისის შესახებ უკვე არაერთი განაცხადი გაკეთდა. პრობლემებს ვერც საქართველო გადაურჩება. არის პროდუქტები, რომელიც უკვე ძალიან ძვირია და სულ მალე შესაძლოა, დეფიციტურიც კი გახდეს. ახლა ზაფხულის, მოსავლიანობის პერიოდია და საფრთხე ჯერ მიჩქმალულია, მაგრამ რა გველის შემოდგომიდან, როდესაც ახალი მოსავლის მოლოდინი აღარ იქნება და პროდუქციის დარეზერვება დაიწყება?

ელზა პაპოშვილი
27.06.2022

რუსული აგრესიის 124-ე დღე და კიდევ ერთი ოკუპირებული ქალაქი უკრაინაში - სევეროდონეცკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქი სრულად რუსების ოკუპაციის ქვეშაა. ადილობრივი ხელისუფლება განადგურებულ ქალაქზე საუბრობს, სადაც ხალხის გადარჩენისთვის პირობები არ არის.

თამთა ჩაჩანიძე
27.06.2022

„დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები უკრაინაში საოკუპაციო ძალების შეჭრას, სამხედრო თავდასხმებს გმობენ და აცხადებენ, რომ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გვერდში ბოლომდე დაუდგებიან და საჭირო სამხედრო, ჰუმანიტარულ და დიპლომატიურ დახმარებას გაუწევენ. უკრაინის ხელისუფლებაც იმედოვნებს, რომ ლიდერებს, რომლებიც გერმანიაში სამიტზე შეიკრიბნენ, აქვთ საკმარისი საერთო პოტენციალი, რათა შეაჩერონ რუსული აგრესია უკრაინის და მთლიანად ევროპის წინააღმდეგ.

თეონა ვეშაგური
27.06.2022

8 წელი გავიდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან, რის შესახებაც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი 3 ძირითად შედეგზე გააკეთა: თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივის მინიჭება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×