„თუ ეს ხულიგნური ქმედებები არ შეჩერდა, პროტესტი ამ ექსტრემიზმში გაიხარჯება“
ელზა პაპოშვილი
02.05.2024

სადამდე შეიძლება ქვეყანაში არსებული დაძაბულობა მივიდეს და ხომ არ გადაიზრდება ეს სამოქალაქო დაპირიპირებაში? „ხელისუფლება სწორედ ცდილობს, რომ ახალგაზრდები ექსტრემისტებად მონათლოს და ნელ-ნელა ათამაშებს იმ კარტს, რომ პოლიცია ჩაკეტილია პარლამენტში, არავის ხელს არ ახლებს და თავად მანიფესტანტები გადადიან ხულიგნურ ქმედებებზე. ამას რამდენჯერმე გაიმეორებს და შემდეგ გამეორდება ის, რაც გახარიამ გააკეთა,“ - აცხადებს სიტუაციაზე საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

ამავე დროს, მმართველი გუნდი ოპოზიციას უკრაინის „მაიდნის“ სცენარის გათამაშებაში სდებს ბრალს. უმრავლეოსბაში ამბობენ, რომ რუსთაველზე  „500-მდე კარგად დაორგანზიებული ახალგაზრდა“ კონკრეტული გეგმით მოქმედებენ და არა სპონტანურად. ისინი  სწორედ კარგად დაგეგმილი  სცენარის მთავარი გმირები არიან. 

მათ აქვთ ეჭვი, რომ ამით სურთ პოლიცია პროვოკაციაზე წამოაგონ, რის გამოც სწორედ სპეცდანიშნულების რაზმების პარლამენტის შენობაში შეყვანა გადაწყვიტეს. ამტკიცებენ, რომ ახლაგზარდების კონკრეტული ჯგუფები პოლიციელებთან კონტაქტს ქვების, ბოთლების და სხვა ნივთების სროლით ცდილობდნენ. 

კითხვები ოპოზიციის ნაწილშიც ჩნდება, რატომ არ იღებენ ლიდერები პასუხიმგებლობას, რომლებიც ამ აქციებს მართავენ. რატომ აძლევენს ხელისუფლებას იმის თქმის საფუძველს, რომ ოპოზიციას რევოლუციური სცენარისკენ მიაჰყავს პროცესები. 

როგორც ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, დაუშვებელია, როცა მშვიდობიანი აქცია მსგავს სახეს იღებს. ეს ხელისუფლებისთვის პირდაპირ საჩუქარია, რადგან ასეთი რადიკალური პროცესები დანარჩენი საზოგადოების აგრესიას აქციის მონაწილეების მიმართ იწვევს. ის დისკომფორტი, რომელიც გზის გადაკეტვით მოსახლეობას ექმნება, არანაირ  პოლიტიკურ დივიდენდს ოპოზიციას არ მოუტანს, გარდა იმისა, რომ საზოგადოების ნაწილში მათ მიმართ პროტესტი გაჩნდება. ეს კი ხელისუფლებას აქციის დისკრედიტაციის შესაძლებლობას უპრობლემოდ მისცემს. 

1 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სადაც „გავლენებისკანონს“ აპროტესტებდნენ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველები. აქციაზე დააკავეს 2 ადამიანი.დაზიანებულია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია, ჩამსხვრეულია მინები. პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, შენობაში არ უშვებენ მედიას. პარლამენტის შენობა დაატოვებინეს თანამშრომლების ნაწილსაც. გადაიდო პლენარული სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დაგეგმილი.  

უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის და არჩევნების გვერდის ავლის გზით ძალადობრივი შეტევებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

„არავის მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე დესტაბილიზაცია შემოიტანოს და დაემუქროს ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების უსაფრთხოებას, რისი აშკარა ნიშნებიც, ბოლო დღეების განმავლობაში იყო, მათ შორის, ვიმეორებ, იყო შეტევა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე, დღეს სწორედ ამიტომ არის უსაფრთხოების მაღალი დონე გამოცხადებული, ეს სხვათა შორის, ხდება პირველად, უახლეს ისტორიაში. როდესაც სახიფათო გზაზე ვსაუბრობთ, ზუსტად ეს არის სახიფათო გზა, როდესაც დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით არის მცდელობა, ძალადობით და ძალადობრივი შეტევებით იყოს მიღებული რაიმე გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში, რასაც არ დავუშვებთ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

„გირჩის“წევრიიაგოხვიჩიააცხადებს, რომსაჭიროა, ოპოზიციამაიღოსპასუხისმგებლობაიმაზე, თუროგორგაგრძელდესაქციები. მისივეთქმით,

ახლააქციებიამპასუხისმგებლობისგარეშეტარდებადაშეიძლებაახალგაზრდებისისნაწილი, რომლებიცპროტესტისუხეშადგამოხატვისფორმებსმიმართავს, მარტოდარჩამართლმსაჯულებისპირისპირ.

„გასაგებია, რომგუშინდელიაქციისყველანაწილიმეარმომწონდადა, მათშორის, კარებთანუაზროჯაჯგური, მაგრამოპოზიციას, მგონი, ევალებამოიპოვოსრეპუტაცია, რომმასუსმენდნენახალგაზრდები. იმისთვის, რომესმოხდეს, საჭიროა, გავხსნათდისკუსიები, გავხსნათმედია, მინიმუმ, იმასთანდაკავშირებით, თუროგორუნდაგაგრძელდესაქციები.

„ახლაარავინიღებსპასუხისმგებლობასაქციებზე, ახალგაზრდებიდარბიანდახანრასამტვრევენ, ხან - რას. საბოლოოჯამში, ესპასუხისმგებლობასმოიტანსდაროცაარავინიქნებაპასუხისმგებელი, აღმოჩნდება, რომახალგაზრდებსვიღაცმარტოტოვებსპირისპირ, მართლმსაჯულებისწინააღმდეგ,“ -აცხადებსიაგოხვიჩია.   

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბოს, რომ არ არის გამორიცხული ოპოზიციაში ვიღაცეებს მაიდანი მართლა ელანდებოდეს. მისი თქმით, საქართველოში ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლის მცდელობა უცხო არ არის. 

„აქ არის მნიშვნელოვანი მეორე, თუ როგორ ფიქრობს საზოგადოების უმრავლესობა და  ამ შეემთხვევაში სწორ სვლადრას მიიჩნევს. ის, რაც გუშინ ვნახეთ ტელევზიით, ღამე რაც პარლამენტის შენობასთან ხდებოდა, როცა ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი აჯანჯღარებდა პარლამენტის ჭიშკარს, ჩაამტვრიეს ფანჯრები,  ეს დაუშვებელია. ხელისუფლება სწორედ ამას ცდილობს, რომ ახალგაზრდები ექსტრემისტებად მონათლოს და ნელ-ნელა ათამაშებს იმ კარტს, რომ პოლიცია ჩაკეტილია პარლამენტში, არავის ხელს არ ახლებს და თავად მანიფესტანტები გადადიან ხულიგნურ ქმედებებზე. ამას რამდენჯერმე გაიმეორებს და შემდეგ გამეორდება ის, რაც გახარიამ გააკეთა.

„საზოგადოებას ეტყვიან, რომ ითმინეს, გაატარეს, მაგრამ პოლიციაზე თავდასხმები იმდენად მასშტაბური და სახიფათო იყო, რომ იძულებულები გახდნენ აქცია დაეშალათ. ხელისუფლება ამ სცენარის გათამაშებას ცდილობს“,-ამბობს ძაბირაძე. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამ ეტაპზე პროცესები მიზანმიმართულად მიუშვა, ვადევნებდით თვალს გზის გადაკეტვის გამო როგორ ხდებოდა დაპირისპირება მომიტინგეებსა და გამვლელ მოქალაქეებს შორის,რასაც ხელისუფლება მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან საზოგადოების მეორე ნაწილში აქციის მონაწილეების მიმართ აგრესია გააჩინოს. 

„ხელისუფლება ახლა ელოდება საზოგადოების მეორე ნაწილში მომიტინგეთა მიმართ ამ დაპირისპირების და ყოველდღიური დისკომფორტის გამო პროტესტი გაჩნდეს.როდესაც ეს უკმაყოფილება მეორე მხარეს გაჩნდება, შემდეგ იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. არა მარტო დაარბევენ, არამედ გადაუვლიან. ამიტომაც იკავებენ ახლა თავს, რადგან ეს სჭირდებათ არგუმენტების დასაგროვებლად, რის საშუალებასაც ოპოზიცია და აქციის ექსტრემისტული ჯგუფები აძლევენ. მე მიკვირს ოპოზიციის ამას როგორ ვერ ხვდებიან. არინ იქ გამოცდილი პოლიტიკოსები, რომლებმაც უნდა ეცადონ, რომ მომიტინგეებს აუხსნან, რომ ასეთი ქცევა პირიქით, „ოცნების“ წიქვილზე წყლის დასხმაა. ეს საზოგადოების მეორე ნაწილში გამოიწვევს პროტესტს. ეს კი  ხელისუფლებას მათ დისკრედიტაციაში დაეხმარება.

„ამიტომ ეს ხულიგნური ქმედებები უნდა შეჩერდეს,წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროტესტი  ამ ექსტრემიზმში გაიხარჯება. ამიტომაც შემოიტანა ეს კანონპროექტი ხელისუფლებამ ახლა რომ მერე არჩევნებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები დისკრედიტირებულები იყვნენ. ჩვენ საზოგადოებაში არ არის მაიდანის მსგავსი პორცესების განვითარების მოთხოვნა და მზაობა. ეს არ მოხდება, რადგან ქართველებს აღარ სურთ ქუჩიდან პოლიტიკის მართვა. ამიტომაც სჯობს ოპოზიციამ აუხსნას ამ ახალგზარდებს, რომ ამ კანონს მიიღებენ, მაგრამ საბრძოლი არჩევნებზეა“,-ამბობს ძაბირაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×