ელზა პაპოშვილი
30.04.2024

რა იგულისხმება არჩევნების შემდეგ ენმ-ის გასამართლებაში და რამდენად ლოგიკურია სადავო კანონის ხელახლა ინიცირების ერთ-ერთ მიზნად „დესტრუქციული ძალების დაღლის“ გამოცხადება? 29 აპრილის აქციაზე მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა უკვე მეორე დღეა ანალიტიკური წრეებისა და პოლიტიკოსთა განხილვის მთავარი თემაა.

თამთა ჩაჩანიძე
30.04.2024

რამდენიმე დღეა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენმ-სა და ზოგადად ოპოზიციას სხვადასხვა მოწოდებითა და მოსაზრებებით მიმართავს, თუმცა უშედეგოდ. 10 დღის წინ სააკაშვილმა ენმ-ს მისი თავმჯდომარეობით ბორდის შექმნა სთხოვა. გასულ კვირას კი ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო სიის შექმნასა და მომავალი მთავრობის წევრების ერთობლივად შერჩევაზე გააკეთა განცხადება, თუმცა მას პრაქტიკულად არავინ გამოხმაურებია. რით შეიძლება ეს აიხსნას?

ნატალია ჯვარიძე
30.04.2024

საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა. ამის საპასუხოდ კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავის სიტყვაში მიზანმიმართულად არ ახსენა პრეზიდენტი და ამის მიზეზიც ახსნა.

თამთა ჩაჩანიძე
29.04.2024

საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას" გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის" იმსახურებს - განაცხადა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნატალია ჯვარიძე
29.04.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში და დაჰყონ ზედიზედ 30 დღე.

თამთა ჩაჩანიძე
29.04.2024

პარალელური აქციების ფონზე, უფრო თვალნათელი ხდება, რომ ქვეყანაში დაძაბულობა დღითიდღე მატულობს. ამასთან, მეორე მოსმენით იხილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანოპროექტი და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დაძაბულობის პიკი განსაკუთრებით ბოლო მოსმენებზე იქნება, რისი განმუხტვის გზებიც ახლა ფაქტობრივად არ ჩანს.

თამთა ჩაჩანიძე
28.04.2024

მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, 29 აპრილის შეკრებაზე „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, თუმცა, კონკრეტულად რა შინაარსის იქნება გამოსვლა, ჯერჯერობით უცნობია. მანამდე ანალიტიკურ წრეებსა და სოციალურ ქსელებში რამდენინმე შესაძლო ვერსიაზეა მსჯელობა.

ელზა პაპოშვილი
28.04.2024

არსებობს თუ არა ქვეყანაში პოლარიზაციის უკიდურესად გაღრმავებისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე? ანალიტიკოსთა შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტის მეორედ ინიცირების შემდეგ დაწყებულმა პროცესებმა სახიფათო ტენდენცია აჩვენა - პოლიტიკური პოზიციების გამო, ზოგ შემთხვევაში უკვე ოჯახის წევრები, ძელი მეგობრები და ახლობლები უპირისპირდებიან ერთმანეთს.

თამთა ჩაჩანიძე
28.04.2024

ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, პარტია „ქართული იდეას", რომელის სახელითაც „ალტ-ინფო" საპარლამენტო არჩევნებზე აპირებდა გასვლას. მანამდე ცესკომ ასევე უარი თქვა „ალტ-ინფოს" მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაციაზე. აღნიშნულს პარტიის წევრები აღშფოთებით შეხვდნენ. ისინი „ოცნებას" მწვავედ აკრიტიკებენ, არც 29 აპრილს მმართველი პარტიის აქციას არ უერთდებიან და აღდგომის შემდეგ მოქმედებით იმუქრებიან.

ნატალია ჯვარიძე
27.04.2024

აშშ-ის სენატის 14 წევრმა ერთობლივი წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ისინი აცხადებენ, რომ თუ პარლამენტში ხელახლა ინიცირებული „უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებული იქნებიან „წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ".

თამთა ჩაჩანიძე
26.04.2024

„ოდიოზურ ევროპარლამენტართა თხოვნები გაუმჭვირვალობაზე, ლგბტ პროპაგანდაზე, სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ივანიშვილის დასჯაზე, არის შანტაჟი და ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ფასი არ აქვს," - ამბობს პრემიერი ირაკლი კობახიძე 25 აპრილის ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას.

თამთა ჩაჩანიძე
26.04.2024

„ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ევროპარლამენტი აღმასრულებელი ორგანო არაა და ვიზალიბერალიზაციის გაუქმება პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია, ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ 25 აპრილის რეზოლუცია არის პირდაპირი გაფრთხილება და შესაძლოა ქვეყანამ ეს მონაპოვარი დაკარგოს თუ „ოცნება" ერთი მოსმენით უკვე მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტიდან უკან არ გაიწვევს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×