რეზონანსი
18.04.2024

იაგო ხვიჩიას შეფასებით, კარგი იქნება, თუ „ენჯეო“ სექტორი პოლიტიკოსების საჯარო დებატებს დააორგანიზებს და ხალხის თვალწინ იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე.

„ამ ფორმით აქციები დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაგრძელდება, რადგან მისი ორგანიზატორები, „ენჯეო“ სექტორი, თავისი პროფილით რაღაცნაირად შეზღუდული არიან. ზოგადად, არ შეიძლება, აქცია გაიყოს, უფრო და უფრო პოლიტიკური ხდებოდეს და მის სათავეებში პოლიტიკური პარტიები არ იყვნენ, თუმცა აქციის სათავეებთან პოლიტიკური პარტიების გამოჩენაც ცუდად აქვს დაცდილი ქართველ ხალხს. „ენჯეო“ სექტორმა ყველაზე უკეთესი რაც შეიძლება გააკეთოს, იქნება ის, რომ პოლიტიკოსების საჯარო დებატები, შეხვედრები დააორგანიზოს, რათა ხალხის თვალწინ ირკვეოდეს ის პოზიციები, რასაც ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეასრულებდა. ეს ეხება რუსულ კანონს და მის გაუქმებას, თუ სხვა საკითხებს. ხალხის იქით-აქით ტარება არ შეიძლება, ამით ხალხი იღლება და დაიშლება, აქციის ორგანიზატორების მიზანი ეს არ უნდა იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×