რეზონანსი
22.04.2024

რაც უფრო მეტად გადის დრო, მით უფრო ვრწმუნდებით სისწორესა და აუცილებლობაში ამ ინიციატივასთან [გამჭვირვალობის კანონთან] დაკავშირებით, ვინაიდან გამჭვირვალობას არ გააჩნია ალტერნატივა, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებს არ აქვთ კონკრეტული არგუმენტები იმისა, თუ რატომ შეიძლება იყოს ცუდი ქართული კანონი.

„ამ ადამიანებს უნდათ, რომ ცალკეული პირების მიერ, იქნება ეს კრებითი გიგაური თუ ლომჯარია, დეკლარაციის შევსების საკითხი გააიგივონ საქართველოს ევროინტეგრაციასთან. ვინც ამ ორ საკითხს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, ის მტრობს ჩვენს ქვეყანას, ის მტრობს ჩვენი ქვეყნის მომავალს და სინამდვილეში ამბობს ერთ რამეს - მე დასამალი მაქვს, არ მინდა რომ ჩემ შესახებ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, იმიტომ, რომ მე მეშინია ინფორმირებული მოქალაქის. სწორედ ინფორმირებული მოქალაქის ეშინიათ, ვინაიდან რაც უფრო მეტი იცის ჩვენმა საზოგადოებამ, მით უფრო მიუღებელი ხდება მათთვის „ნაციონალური მოძრაობა".

ახლა როგორც არ უნდა ეცადონ როლების გადანაწილებას გახარია, „ლელო", „ნაციონალური მოძრაობა", „გირჩი" თუ სხვა, ყველამ ვიცით, რომ ეს არის ერთი ორგანიზმი, მათ მართავს ერთი რეჟისორი, უბრალოდ უნაწილებს როლებს. ამ როლების შესრულების ნიჭი და უნარიც არ გააჩნიათ ამ ადამიანებს. შესაბამისად, მთელმა ამ პერიოდმა კიდევ ერთხელ გამოავლინა გამჭვირვალობის საჭიროება", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×