რეზონანსი
24.04.2024

ეს შეკრება არ არის მხოლოდ ხელისუფლებისგან წამოსული ინიციატივა. პირიქით, უამრავი ადამიანი მეხმიანებოდა პირადად მე და ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს და ამბობდნენ - რატომ არ ორგანიზდება ასეთი შეკრება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იქმნება სურათი, თითქოს ის, რასაც საზოგადოება ოპოზიციური ძალების მიერ ჩატარებულ აქციებზე ისმენს, მთელი ქვეყნის მოსაზრებას წარმოადგენს. სინამდვილეში კი აბსოლუტურ უმრავლესობას სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„რადგან ასეთი მოთხოვნები ისმის, ბუნებრივია, ასეთი შეკრება დავგეგმეთ და რეალურად გამოჩნდება ამ შეკრებაზე საით არის მოსახლეობის უმრავლესობა, რას ფიქრობს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნის განვითარების მომავალზე, პერსპექტივაზე. საუბარი იქნება მათ შორის იმ კანონზეც, რომლის გარშემოც ასეთი ამბავია ატეხილი. ამიტომ, ეს შეკრება წარმოაჩენს რეალურ სურათს იმისა თუ როგორი განწყობებია საზოგადოებაში, რას ფიქრობს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ყველამ უნდა იცოდეს რა არის რეალური სურათი. ამიტომაც დავაანონსეთ ეს შეკრება და მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტი, ეროვნული ღირებულებები, ეროვნული მომავალი, ენა, მამული, სარწმუნოება, რომ მოვიდეს ამ აქციაზე და თავისი პოზიცია დააფიქსიროს“, - განაცხადა კახიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×