რეზონანსი
24.04.2024

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

აქციის ორგანიზატორებმა პროტესტის მონაწილეებს სთხოვეს, ხელის აწევით დაეფიქსირებინათ, სურდათ თუ არა სავალი გზა გადაეკეტათ, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროა გავრცელებული განცხადებისა.

"კანონია მე-11 მუხლის ინტერპრეტირება მოხდა. ჩვენი გამოხატვის თავისუფლება სავალი გზის გადაკეტვის უფლებასაც გვაძლევს, მაგრამ ჩვენ, ორგანიზატორები გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მივიღებთ. თითოეული თქვენგანის აზრი გვაინტერესებს. გთხოვთ, ხელის აწევით გვაჩვენოთ, რამდენს სურს, რომ სავალი გზა გადავკეტოთ. არავის მივცეთ იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენი რაოდენობა მცირდება", - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეების უმრავლესობის სურვილით, მათ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციისა და მსვლელობის მონაწილეებს მიმართა. ამასთან, შსს-ს განცხადების თანახმად, რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს. უწყება აღნიშნავს, რომ იდენტიფიცირებულნი იქნებიან პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. შსს განმარტავს, რომ "შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის" თანახმად, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა აკრძალულია თუ ამას შეკრების მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×