რეზონანსი
24.04.2024

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველმა ნატალი საბანაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.სანქცირებას და ზოგადად დახმარების შემცირებას უნდა ველოდოთ

ეროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი თვლის, რომ ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერის შემცირება ლოგიკური პასუხი იქნება, რადგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დასავლეთის დახმარებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამების "კრიმინალიზაციას ახდენს".

ამასთან, ნატალია საბანაძის განცხადებით, კანონის გამო ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას ევროკავშირისგან არ უნდა ველოდოთ, რადგან აღნიშნული საკითხი პოლიტიკური პროცესთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული.

„რეზოლუციის მიღების პროცესი საკმაოდ რთულია და საკმაოდ ბევრ ეტაპს გადის. პირველ რიგში იწყება პროექტით, რომელსაც პოლიტიკური პარტიები დებენ, შემდეგ დგება დებატები, რაც აძლევს საშუალებას ევროპარლამენტარებს, რომ თავიანთ პირადი პოზიციები თავისუფლად დააფიქსირონ. შემდეგ ისევ ბრუნდება მოლაპარაკებებზე ტექსტი და ხდება ამისი საბოლოო შეჯამება. კიდევ შეიძლება ტექსტი შეიცვალოს, ბოლო წუთას, თავად სხდომაზეც, თუმცა ეს უფრო იშვიათად ხდება ხოლმე. ეს არის ხოლმე მოლაპარაკებების, დათმობის, სხვადასხვა პოზიციის შეჯერების შედეგი.

შეიძლება ტექსტი კიდევ გამწვავდეს, მაგრამ მაგალითად ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა ასახული არ იქნება. მას აქვს თავისი ძალიან კარგად და ცალსახად განსაზღვრული პირობები და პროცედურები, რომელიც პოლიტიკურ პროცესთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული, ამიტომ ამისი მოლოდინი არ მაქვს.

რაც შეეხება სანქცირებას და ზოგადად დახმარების შემცირებას, ამას უნდა ველოდოთ. სანქცირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ დახმარებები რომ შემცირდება თითქმის ყველა ჩვენი პარტნიორისგან, ეს სიგნალი სხვადასხვა დონეზე უკვე გაცემული იყო და პირდაპირ კავშირშია ამ კანონთან. ეს კანონი [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] ახდენს დასავლეთის დახმარებას და დემოკრატიის წინ წაწევის და ხელშეწყობის პროგრამების კრიმინალიზაციას, ამიტომ ეს იქნება ლოგიკური პასუხი", - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×